QST -ის პროგრამა ბენეფიციარებისთვის
MAC Georgia კარავთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მქონე 5 ოჯახს დაეხმარება. 2-15 წლამდე აუტიზმის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს სრულიად დაუფინანსებს კარავში მიმდინარე QST-ის პროგრამას აღნიშნული ოჯახებს დაუფინანსდებათ QST-ის პროგრამა.
QST - ტრადიციული ჩინური მედიცინით შექმნილი მეთოდია, რომელიც იყენებს შეხების შეგრძნებას. სისტემატური მასაჟის შემდეგ, მნიშვნელოვნად უმჯობესდება ბავშვის ქცევები, სენსორული გამოხატულება, სოციალური უნარები და მცირდება აუტისტური ქცევა. QST -ის მეთოდის შესწავლის შემდგომ, მშობლები თავად შეძლებენ დამოუკიდებლად განახორციელონ მკურნალობა.
პროგრამაში ჩასართავად:
ოჯახი უნდა ჰქონდეს სოციალურად დაუცველის სტატუსი;
აუცილებელია მშობლების დასწრება და ჩართულობა;
ასევე სასურველია, რომ ბავშვი არ იღებდეს მედიკამენტებს და თერაპიულ მომსახურებას.
კარავში ქალთა და შშმ პირთა მხარდამჭერი ცენტრის „ილაპარაკეს” ორგანიზებით მინი კონფერენცია „მწვანე შუქი“ გაიმართა.
ევექსის ნეიროგანვითარების ცენტრ „კარავსა“ და ბავშვთა განვითარების საერთაშორისო პროგრამას (ICDP) შორის თანამშრომლობის მემ...