დაჯავშნე ვიზიტი
    17 სექტემბერი 2025

    Inside Out - ჯგუფური თერაპიის კურსი მოზარდებისთვის

    მოზარდობის ასაკი — ძიებისა და აღმოჩენების, ემოციური ქარიშხლების და კონფლიქტების პერიოდია.  კონფლიქტები  ძმებსა და და-ძმებს შორის, რთული ურთიერთობები მშობლებთან და ძლიერი დამოკიდებულება თანატოლების აზრზე ამ პერიოდს კიდევ უფრო რთულს ხდის.

    Inside Out ეხმარება მოზარდებს:

    • უკეთ გაიგონ და გამოხატონ საკუთარი ემოციები;
    • თავდაჯერებულად განახორციელონ კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან და თანატოლებთან;
    • კონსტრუქციულად გადაჭრან კონფლიქტები სახლში, სკოლასა და მეგობრებრების წრეში;
    • გაუმკლავდნენ ჯგუფის ზეწოლას და სხვისი მოსაზრების გავლენას;
    • გაზარდონ თვითშეფასება და დაიჯერონ საკუთარი შესაძლებლობების;
    • დასახონ მიზნები და ნაბიჯ-ნაბიჯ მიაღწიონ წარმატებას.

    კურსის ფორმატი აერთიანებს ინტერაქტიულ ვარჯიშებს, როლურ თამაშებს, არტ-თერაპიას და სახალისო საშინაო დავალებებს, რათა მოზარდებმა პრაქტიკაში გამოიყენონ შეძენილი უნარები.

    კურსის ფორმატი

    • 12 კვირა, კვირაში ერთხელ, 1,5–2 საათი
    • მოზარდების მცირე ჯგუფი, უსაფრთხო ურთიერთობისთვის
    • კურს გაუძღვებიან გამოცდილი სპეციალისტები 
    • საშინაო დავალებები უნარების გასამყარებლად

    შედეგი

    • კურსის დასრულების შემდეგ, თქვენი მოზარდი:
    • გახდება უფრო თავდაჯერებული;
    • ისწავლის ემოციებისა და კონფლიქტების მართვას;
    • გააუმჯობესებს ურთიერთობას ოჯახში და თანატოლებთან;
    • ნაკლებად იქნება დამოკიდებული სხვისი მოსაზრების გავლენაზე და იგრძნობს თავს  შინაგანად მყარად;
    • მიიღებს პრაქტიკულ უნარებს, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოადგება.

     

    შეიძლება დაგაინტერესოს
    აუტიზმის დღე კარავში

    2 აპრილს აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა

    იხილეთ ვრცლად
    მინი კონფერენცია "მწვანე შუქი" კარავში

    კარავში ქალთა და შშმ პირთა მხარდამჭერი ცენტრის „ილაპარაკეს” ორგანიზებით მინი კონფერენცია „მწვანე შუქი“ გაიმართა.

    იხილეთ ვრცლად
    კარავი ICDP-ის ოფიციალური პარტნიორია

    ევექსის ნეიროგანვითარების ცენტრ „კარავსა“ და ბავშვთა განვითარების საერთაშორისო პროგრამას (ICDP) შორის თანამშრომლობის მემ...

    იხილეთ ვრცლად