დაჯავშნე ვიზიტი

    თამარ (ტატა) ბაზღაძე

    ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრი

    თამარ (ტატა) ბაზღაძე არის ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრი და ევექსის ნეიროგანვითარების ცენტრის კარავის ხელმძღვანელი.

     თამარს ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. მისი კლინიკური პრაქტიკა მოიცავს როგორც დიაგნოსტიკას, ისე სხვადასხვა ნეიროგანვითარებითი და ფსიქიკური სირთულეების მართვას.

    პროფესიული განვითარებისთვის თამარმა გაიარა საერთაშორისო ტრენინგ-კურსი ბავშვთა ფსიქიატრიაში ვილნიუსის უნივერსიტეტში, ასევე აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ტრენინგებსა და სემინარებში. მათ შორის აღსანიშნავია IACAPAP-ის პროგრამები, რომლებიც ჩატარდა ლონდონში, სტამბოლსა და ვილნიუსში, ასევე ECPN-ის ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრიული სკოლა ვენეციაში. საერთაშორისო გამოცდილება მას საშუალებას აძლევს თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომები დანერგოს ყოველდღიურ პრაქტიკაში.

    თამარ ბაზღაძე 8 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორია. იგი საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების წევრია და აქტიურად არის ჩართული პროფესიულ საქმიანობაში. მონაწილეობს აუტიზმის მქონე პირთა მომსახურების მინიმალური სტანდარტების შემუშავების სამუშაო ჯგუფში და ასევე  ADHD Georgia-ს სამუშაო ჯგუფის წევრია, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის ჩართულობას სფეროს განვითარებაში.

    კლინიკური საქმიანობის გარდა, იგი ფსიქიატრიის რეზიდენტურის კურსის ტრენერია და თავისი ცოდნასა და გამოცდილებას მომავალ სპეციალისტებსაც უზიარებს.

    დაჯავშნე ვიზიტი

    ჩვენი გუნდი

    ანა წურწუმია კვების თერაპიის სპეციალისტი
    თამარ ედიბერიძე ბავშვთა ნევროლოგი
    ლია სვინტრაძე ფსიქოლოგი
    მერი ჭელიძე კლინიკური ნეიროფსიქოლოგი
    გულიკო (გულნარა) მერებაშვილი ფსიქოლოგი, კარავის ქეისმენეჯერი
    თეონა ქარუმიძე ფსიქოლოგი, ქეისმენეჯერი
    ჯუნა ცისკაძე ენისა და მეტყველების თერაპევტი
    თამარ ლომიძე ჯგუფური თერაპიის ქეისმენეჯერი
    ეკა ჯავახიშვილი ქცევითი თერაპევტი
    თინათინ დობორჯგინიძე აკადემიური თერაპევტი