დაჯავშნე ვიზიტი
    07 აპრილი 2025

    აუტიზმი - ჩვენი განსხვავებულობა გვაერთიანებს

    2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით ევექსის ნეიროგანვითარების ცენტრ კარავში, ბავშვებისათვის მოეწყო საინტერესო აქტივობები. 

    აქტივობები მიმდინარეობდა მუსიკათერაპიის, ხელოვნებათერაპიისა და სენსორული თერაპიის ელემენტებით. ბავშვებს საშუალება ჰქონდათ დაკავებულიყვნენ მხიარული და სახალისო საქმიანობებით. მოეხატათ ჯინჯერის ორცხობილები, საკუთარი ფანტაზიით შეევსოთ ფაზლის ცარიელი ნაწილი, დაეკრათ ინსტრუმენტებზე და ჩართულიყვნენ ჯგუფურ მუსიკალურ ნომერში. 

    მშობლებისთვის მოეწყო live შეხვედრა, სადაც ჩვენმა წამყვანმა სპეციალისტებმა ისაუბრეს აუტიზმის დროს კვების სირთულეებზე, საკვებ დანამატებზე, სენსორული და ჯგუფური თერაპიის მნიშვნელობაზე. 

    ღონისძიების შესახებ ვიდეოჩანაწერს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს Facebook-ისა და Youtube-ის გვერდებზე. 

    შეიძლება დაგაინტერესოს
    QST -ის პროგრამა ბენეფიციარებისთვის

    MAC Georgia კარავთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მქონე 5

    იხილეთ ვრცლად
    ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

    „მაკ ჯორჯიასა და ევექსის ნეიროგანვითარების ცენტრ, კარავს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

    იხილეთ ვრცლად
    დისლექსია დაწყებითი კლასის მოსწავლეებში

    რა არის დისლექსია, როდის შეიძლება გამოვლინდეს და რა იწვევს აღნიშნულ მდგომარეობას

    იხილეთ ვრცლად