დაჯავშნე ვიზიტი
    ფორუმი

    ხშირად დასმული კითხვები

    რა სერვისებს სთავაზობს კარავი ბავშვებსა და მოზარდებს?

    კარავი 1-18 წლამდე ბავშვებისა და მოზარდებისთვის აერთიანებს შემდეგ სერვისებს:

    ფსიქიატრთან და ფსიქოლოგთან დიაგნოსტიკა/კონსულტაცია, ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოთერაპია, ქცევითი თერაპია, მეტყველების განვითარების შეფასება და თერაპია, გეშტალტთერაპია, არტ თერაპია, მუსიკით თერაპია, სენსორული თერაპია, ფიზიკური თერაპია, ოკუპაციური თერაპია.

    როგორ ჩავეწერო სპეციალისტებთან?

    ჩაწერა შესაძლებელია ევექსის ცხელი ხაზით +995 32 255 05 05, ან ონლაინ ევექსით https://evex.ge/ka/booking/,

    ასევე, ექიმოს აპლიკაციით ან კარავის სოციალური ქსელის მეშვეობით.

    როგორ მივიღო დაფინანსება?

    თბილისის მერიის აუტიზმის პროგრამის დაფინანსების მოსაპოვებლად საჭიროა, თქვენთვის სასურველ კლინიკაში/ცენტრში მიიტანოთ შემდეგი საბუთები:

    • ფორმა 100 (ბავშვთა აუტიზმისა F84.0 ან პერვაზიული აშლილობა დაუზუსტებელი დიაგნოზით;  F84.9), ადოსის ტესტი, ამონაწერი თბილისის საჯარო რეესტრიდან ბინადრობის შესახებ (არასრულწლოვანის სრული საინფორმაციო ბარათი);

    • ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი, მშობლის პირადობის ასლი. 

    • ამ პროგრამით სარგებლობისთვის ბავშვი რეგისტრირებული უნდა იყოს ქ. თბილისში დაბადებიდან ან გასული უნდა იყოს გადმოწერიდან 3 წელი.

    ერთჯერადი დაფინანსების მიღება, ასევე შესაძლებელია შემდეგი საბუთების საფუძველზე: 

    • ფორმა-100 (არა უმეტეს ორი თვის ვადის) 

    • კალკულაციის წარდგენით მერიაში, გამგეობაში, რაიონულ გამგეობებში ან მშობლის სამუშაო ადგილზე და ა.შ.  

    რა სერვისებია ხელმისაწვდომი უფროსებისთვის?

    ცენტრში ზრდასრულთათვის ხელმისაწვდომია:

    ✔️ფსიქიატრის მომსახურება;

    ✔️ფსიქოლოგის კონსულტაცია;

    ✔️სხვადასხვა სახის ფსიქოთერაპია (მათ შორის ინდივიდუალური და ჯგუფური გეშტალტთერაპია). 

    გარდა ამისა, კარავი მშობლებსა და აღმზრდელებს სთავაზობს სხვადასხვა კურსსა და პროგრამას.

    ICDP - ბავშვთა განვითარების საერთაშორისო პროგრამა, ნინო მარგველაშვილის მენტორობით

    ეფექტური მშობელი - მზიკო დალაქიშვილი უნიკალური კურსი

    რომელ სპეციალისტთან უნდა ჩავწეროთ ბავშვი, თუ რომელიმე უნარის განვითარების პრობლემა აქვს?

    სასურველია პირველ ეტაპზე ბავშვი შეფასდეს ექიმი ფსიქიატრის მიერ, რომელიც გამოავლენს პრობლემას. შემდგომ, საჭიროებებისა და აუცილებლობების მიხედვით გადაამისამართებს ბავშვს შესაბამის სპეციალისტ(ებ)თან.

    რას გულისხმობს ADOS-ის ტესტი და რა შემთხვევაში უნდა ჩატარდეს?

    ADOS არის აუტიზმის სადიაგნოსტიკო ტესტი, რომელსაც ძირითადად ნიშნავს ფსიქიატრი დიაგნოსტირების პროცესში, აუტისტური სპექტრის გამოსარიცხად ან დასადასტურებლად, ასევე ADOS შესაძლოა ჩატარდეს გარკვეული პერიოდულობით მდგომარეობის გადასაფასებლად.

    რა არის დისლექსია?

    დისლექსია - ნეიროგანვითარებითი მდგომარეობა, რომელიც უმეტესად გამოიხატება კითხვის უნარის დარღვევაში. გარდა კითხვისა, შესაძლოა სირთულეს წარმოადგენდეს წერა და არითმეტიკული უნარები (დისკალკულია). დისლექსიის დროს ხშირ შემთთხვევაში ერთვება მეტყველების და აკადემიური უნარების თერაპევტი, თუმცა უმჯობესია თერაპიის საჭიროება განისაზღვროს ექიმის მიერ. 

    რა ღირს კონსულტაცია-თერაპია?

    პირველადი კონსულტაციის, თერაპიებისა და შეფასება-დიაგნოსტირებების ფასები და ხანგრძლივობები განსხვავდება სპეციალისტებისა და მომსახურებების მიხედვით, ამასთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე +995 32 255 05 05

    ვინ სვამს ჰიპერაქტიურობისა და ყურადღების დეფიციტის (ADHD) ან დისლექსიის დიაგნოზს და რა თერაპიები არის რეკომენდებული ამ დიაგნოზების შემთხვევაში?

    დიაგნოზის დასმის უფლება აქვს მხოლოდ ექიმ-ფსიქიატრს, რომელიც სვამს დიაგნოზს კლინიკური შეფასების საფუძველზე, ხშირად ეყრდნობა მშობელთან ინტერვიუს შედეგად მიღებულ ინფორმაციას და ნეიროფსიქოლოგის დასკვნას. 

    დიაგნოზის დასასმელად გამოიყენება სხვადასხვა სახის მიდგომა. პირველ რიგში ხდება ოჯახის ინფორმირება მდგომარეობის შესახებ (ფსიქოედუკაცია) და თერაპიის განსაზღვრა ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით.

     ეს თერაპიები შესაძლოა იყოს: ინდივიდუალური და/ან ჯგუფური ფსიქოთერაპია, ქცევითი თერაპია (ქცევის მართვის სწორი სტრატეგიების შემუშავება), აკადემიური უნარების თერაპია,  სხვადასხვა გარემოში რუტინების შემუშავება და მათი მიყოლა.

    მსურს თერაპიის დაწყება ჩემი შვილისთვის, მაგრამ ფსიქიატრთან ერთი თვე არ არის ადგილი, როგორ გავიგო რომელი თერაპია გვჭირდება?

    ამ შემთხვევაში შესაძლოა ბავშვი ჩაეწეროს პირველად კონსულტაციაზე კლინიკურ მენეჯერთან, რომელიც შეეცდება განსაზღვროს, რომელი თერაპია არის პრიორიტეტული, თუმცა ეს მაინც არ ანაცვლებს ფსიქიატრთან ვიზიტის აუცილებლობა-საჭიროებას.

    ბავშვი დიაგნოსტირებულია სხვა ორგანიზაციაში, აქვს კონკრეტული დიაგნოზი და გვჭირდება კონკრეტული თერაპია, რომელიც დანიშნულია კონკრეტული ფსიქოლოგის მიერ. ამ შემთხვევაში როგორ უნდა ჩავეწეროთ სპეციალისტთან, რომელსაც არ აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია?

    ასეთ შემთხვევაში ცხელ ხაზზე ეწერებით სატელეფონო კონსულტაციაზე ადმინისტრაციულ სპეციალისტთან, რომელიც ჩაინიშნავს რა თერაპიაზე სურს მომხმარებელს სიარული და გადაამისამართებს შესაბამისი მიმართულების სპეციალისტ(ებ)თან. 

    რა განსხვავებაა ნევროლოგსა და ნეიროფსიქოლოგს შორის?

    ნევროლოგი არის ექიმი, რომელიც აფასებს ბავშვებს ნევროლოგიური დარღვევებით და დასვამს შესაბამისს დიაგნოზს (გასცემს ფორმა 100-ს). ნეიროფსიქოლოგია სამედიცინო ფსიქოლოგიის ქვე-დარგს წარმოადგენს, რომელიც აფასებს ტვინის ფუნქიცონირებას რომელიც იყენებს სპეციალურ ნეიროფსიქოლოგიურ ტესტებს ტვინის ფუნქციონირებას შეფასებისთვის. 

    ნეიროფსიქოლოგი აფასებს სხვადასხვა კოგნიტურ, აკადემიურ, ადაპტაციურ, კომუნიკაციურ, მოტორულ და ა.შ. უნარებს და წერს შესაბამის დასკვნა-რეკომენდაციებს. შეფასებისა და დიაგნოსტირების პროცესში ფსიქიატრები და ნევროლოგები აქტიურად იყენებენ ნეიროფსიქოლოგიურ დასკვნას.

    რა შემთხვევაში მივმართავ ფსიქიატრს და არა ნეიროფსიქოლოგს?

    ფსიქიატრს უნდა მივმართოთ მაშინ, როდესაც საჭიროა  ნეიროგანვითარებითი დარღვევების (აუტიზმი, განვითარების შეფერხება, მეტყველების შეფერხება, ქცევითი დარღვევები, ჰიპერაქტიურობა, დისლექსია) , ასევე სხვა მენტალური სფეროს დარღვევების (შფოთვით აშლილობა, დეპრესია, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობები, პანიკური აშლილობა და ა.შ. ) დიაგნოსტირება და მკურნალობის/მართვის  სტრატეგიების დადგენა.

    რა სიხშირით და ხანგრძლივობით ტარდება თერაპიები?

    ე    თერაპიების სიხშირე განისაზვრება საჭიროების მიხედვით.
    ხანგრძლივობა განსხვავდება თერაპიის ტიპის მიხედვით, 45 წუთიდან - 55/60 წუთამდე.

    რა ტიპის დაფინანსება ვრცელდება კარავში?

    კარავი ჩართულია თბილისის მერიის აუტიზმის პროგრამაში (რომელ პროგრამაში მოსახვედრათ საჭიროა ბავშვთა აუტიზმის F84.0 ან პერვაზიული აშლილობა დაუზუსტებელი F84.9 დიაგნოზის არსებობა)
    ასევე შესაძლებელია ერთჯერადი დაფინანსებების გაკეთება ორგანიზაციიდან ფორმა 100-სა და კარავში ადმინისტრაციული სპეციალისტის მიერ დამზადებული კალკულაციის საფუძველზე (ფორმა 100 არ უნდა იყოს 2 თვეზე ადრე აღებული).  

    რას მოიცავს ნეიროფსიქოლოგიური შეფასება?

    არსებობს მრავალი ფსიქომეტრიული ტესტი ნეიროფსიქოლოგიური ფუნქციების სხვადასხვა ასპექტის გასაზომად. მათი საშუალებით შეიძლება განისაზღვროს ზოგადი ინტელექტის დონე, მეხსიერების კონკრეტული სფეროები და ინფორმაციის გადამუშავების სისწრაფე. ტესტების გარდა, ხდება მშობლებთან ინტერვიუირება, ბავშვის ქცევასა და კომუნიკაციის უნარებზე დაკვირვება.
    ნეიროფსიქოლოგიურ შეფასებას მიმართავენ მაშინ როდესაც: გვხვდება ატიპიური განვითარება;სხვადასხვა გენეტიკური, ნევროლოგიური ან სამედიცინო მდგომარეობა; არის ინტელექტუალური და აკადემიური სირთულეები; ემოციის და ქცევის რეგულირების სირთულეები; აქტიურობისა და ყურადღების დარღვევები; მეტყველებისა და კომუნიკაციის თავისებურებები, ასევე დასწავლის სირთულეები.  

    რა შემთხვევაში მივმართავ ფსიქიატრს და არა ნეიროფსიქოლოგს?

    ფსიქიატრს უნდა მივმართოთ მაშინ, როდესაც საჭიროა ფსიქიკურ დავადებათა გამოვლინებების, მიმდინარეობის და წარმოშობის მიზეზების დაკვირვება/გამოკვლევა, დიაგნოსტირება და მკურნალობის სტრატეგიების დადგენა. ფსიქიატრის კომპეტენციაა დიაგნოზის დასმა, ამისთვის შესაძლოა მას დასჭირდეს სხვადასხვა სპეციალისტების ჩართვა და ტესტების დანიშვნა. საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტური მკურნალობის დაწყება. 

    ნეიროფსიქოლოგი აფასებს ტვინის მუშაობას. შეისწავლის იმას, თუ როგორ არის ჩვენი გონებრივი პროცესები პასუხისმგებელი ჩვენს შემეცნებით უნარ-ჩვევებზე.

    ნეიროფსიქოლოგი ატარებს ფსიქიკური ფუნქციების ნეიროფსიქოლოგიურ დიაგნოსტიკას, მაგრამ ის არ სვამს დიაგნოზს. დიაგნოზისთვის ის პაციენტს ამისამართებს ფსიქიატრთან ან ნევროლოგთან.