ევექსის ბავშვთა ნეიოროგანვითარების ცენტრი კარავი 2023 წლის 5 დეკემბერს გაიხსნა. ცენტრში ერთ სივრცეშია თავმოყრილი ბავშვის განვითარებისთვის ყველა საჭირო სერვისი. ფუნქციონირებს ხელოვნებისა და მუსიკის, ფიზიკური და სენსორული, მეტყველების და ქცევითი თერაპიის მიმართულებები. თერაპიები ხელმისაწვდომია, როგორც ინდივიდუალურად და ასევე ჯგუფურად.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი ამოცანა თითოეული ბავშვის ჰარმონიული განვითარება და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვაა, რასაც ცენტრის პროფესიონალთა გუნდი და მეგობრული გარემო უზრუნველყოფს.
კარავი ერთდროულად 400-მდე ბავშვისა და მოზარდისთვის ხარისხიან, კლინიკურად გამართულ, სანდო და სრულფასოვან სერვისებს აერთიანებს. ამას გარდა, ცენტრში შესაძლებელია თერაპიული მომსახურებების მიღება ზრდასრულთათვისაც.
კვალიფიციური სპეციალისტები, განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამები და ინოვაციური, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული მიდგომები ქმნის კარავის გამორჩეულ გარემოს.