დაჯავშნე ვიზიტი
    გაეცანით მიმდინარე ვაკანსიებს
    ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრი 01

    ევექსის ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი “კარავი” აცხადებს ვაკანსიას ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრის პოზიციაზე

    სამუშაო ადგილი: კარავი, საბურთალო, ბახტრიონის ქუჩა #10ბ

    ჩვენთან გელოდება:

    ტრენინგი და განვითარება - “ევექსი”, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.

    ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:

    50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე

    50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა “ნიუ დენტში”

    ფასდაკლებები “ჯიპისის” და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.

    ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

      

    განათლება
    უმაღლესი
    გამოცდილება
    1 წლიანი
    მოთხოვნები
    • უმაღლესი სამედიცინო განათლება; • დიპლომის შემდგომი განათლება სპეციალობაში „ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრია“ - მოქმედი ლიცენზია; • ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრად მუშაობის გამოცდილება; • ძირითადი სკრინინგ და სადიაგნოსტიკო ტესტების საბაზისო ცოდნა; • ნეიროგანვითარებითი დარღვევების ცოდნა; • სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა; • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა); • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა. ძირითადი მოვალეობები: • ბავშვის/მოზარდის განვითარების და ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება; • საჭიროებისამებრ დამატებითი კვლევების დანიშვნა და მულტიგუნდთან ერთად შემთხვევის განხილვა; • შესაბამისი დიაგნოზის დასმა ICD10 კრიტერიუმების მიხედვით; • საჭიროებების განსაზღვრა; • თერაპიული კურსის შერჩევა; • მედიკამენტოზური მკურნალობის დანიშვნა და მართვა; • პაციენტი მდგომარეობის მონიტორინგი დინამიკაში.