მწვანე შუქი კარავში
კარავი და ქალთა და შშმ პირთა მხარდამჭერი ცენტრი ილაპარაკე წარმოგიდგენთ საპილოტე ვერსიას მწვანე შუქი!
მწვანე შუქი არის უნიკალური ინიციატივა, რომელიც შეიქმნა შშმ პირთა მშობლებისა და მეურვეების მხარდასაჭერად. პროექტის საპილოტე ვერსია მხარდაჭერილი და დაფინანსებულია სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SAIDC) მიერ
მწვანე შუქის საპილოტე ვერსია 6 თვის განმავლობაში განხორციელდება და ხელმისაწვდომი იქნება კარავის ბენეფიციარი მარტოხელა ან სოციალურად დაუცველი მშობლისთვის. მწვანე შუქის მეშვეობით 25 მშობლისთვის თერაპიული და საგანმანათლებლო სესიები იქნება ხელმისაწვდომი. ხოლო 60 მშობელი შეძლებს დაესწროს საგანმანათლებლო სესიებს
რას მოიცავს "მწვანე შუქი"?
პროექტი ინტენსიურ ფსიქოთერაპიულ და მხარდამჭერ პროგრამას გთავაზობთ:
- ინტენსიური ფსიქოთერაპია (საპილოტე 25 დედისთვის):
- კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია (CBT): 6 სესია.
- ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების (NLP) თერაპია: 6 სესია.
თერაპიის პერიოდში, იმ მშობლების შვილებს, რომელთაც დატოვების შესაძლებლობა არ აქვთ ბავშვების, ჩაუტარდებათ სოციალური (ჯგუფური) თერაპია ჩვენი ცენტრის თანამშრომლების მეშვეობით.
2. დამატებითი აქტივობები ( 60 მშობლისთვის)
ონლაინ ფსიქო-საგანმანათლებლო სესიები: სრულყოფილი ინფორმაცია აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მდგომარეობის მართვის შესახებ.
- შშმ პირთა უფლებები: 4 ონლაინ სესია უფლებების საკითხებზე.
- პერსონალური ქოუჩინგი: 25 ონლაინ სესია.
- ურთიერთმხარდამჭერი (Peer Supporter) ტრენინგები: 10 ონლაინ სესია.
შეიცანი შენი თავი, მართე ემოციები და ჩამოაყალიბე ჯანსაღი ურთიერთობები!
MAC Georgia კარავთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მქონე 5
„მაკ ჯორჯიასა და ევექსის ნეიროგანვითარების ცენტრ, კარავს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.