გიორგი ბრეგვაძე პროფესიით ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, გეშტალტთერაპევტია. მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს სწავლის, ქცევისა და ემოციური პრობლემების მქონე მოზარდებთან და მათ ოჯახებთან კონსულტირებას.
✔ “საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის” - ფსიქოლოგიის ბაკალავრი;
✔ ვაიოლეტ ოკლანდერის სახელობის გეშტალტ თამაშის ინსტიტუტის კურსდამთავრებული,ფსიქოთერაპევტი;
✔ გეშტალტთერაპია ბავშვებთან კლინიკური მიმართულებით,კვალიფიკაცია აიმაღლა - ჩეხეთში, პრაღაში;
✔ ბავშვებთან ინდივიდუალური გეშტალტთერაპიის დროს მშობლებთან და ოჯახთან თანამშრომლობა, კვალიფიკაცია აიმაღლა - ჩეხეთში,პრაღაში;
✔ გიორგი აქტიურადაა ჩართული სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ბენეფიციარებთან მუშაობის პროცესში.