ლია სვინტრაძე ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტია, რომელსაც მოზარდებთან მუშაობის 11-წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს. მისი პრაქტიკა მოიცავს როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ ფსიქოთერაპიას.
ლია სვინტრაძე „ADOS“-ის (აუტიზმის დაიაგნოსტიკო ტესტი) ლიცენზირებული სპეციალისტია. შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაცია მოიპოვა ბრიტანეთში, „პირსონის“ კოლეჯში.
ლიას პროფესიული საქმიანობა მოიცავს აუტიზმის სპექტრის აშლილობების სადიაგნოსტიკო ტესტირების ჩატარებას, ასევე ჯგუფურ ფსიქოთერაპიას როგორც ბავშვებთან და მოზარდებთან, ისე ზრდასრულ პაციენტებთან. იგი მუშაობს ისეთ სირთულეებთან, როგორიცაა აუტიზმის სპექტრის აშლილობა, სოციალური შფოთვა, სოციუმში ადაპტაციის სირთულეები და სხვა ფსიქოემოციური გამოწვევები.











