დაჯავშნე ვიზიტი

    მერი ჭელიძე

    კლინიკური ნეიროფსიქოლოგი

    მერი ჭელიძე ფსიქოლოგი და ნეიროფსიქოლოგია, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს კლინიკური პრაქტიკისა და ინკლუზიური განათლების მიმართულებით. იგი არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის სპეციალობით, ასევე ამავე უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მაგისტრი და ბაკალავრი.

    მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს ,როგორც ნეიროფსიქოლოგიურ შეფასებასა და კონსულტირებას, ისე ინკლუზიური განათლების განვითარებასა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებთან მუშაობას. მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ინკლუზიური განათლების მიმართულებით და აქტიურად მონაწილეობდა შესაბამისი პოლიტიკისა და პროგრამების განვითარებაში.

    ამჟამად არის ევექსის ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრის კარავის ნეიროფსიქოლოგი და ასევე სსიპ „მანდატურის სამსახურის ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის“ სპეციალისტი. პარალელურად მუშაობს ტრენერად და ექსპერტად, ამზადებს სპეციალურ საგანმანათლებლო და ფსიქოლოგიურ პროგრამებს.

    მერის გავლილი აქვს მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო ტრენინგი, მათ შორის განვითარების შეფასების სტანდარტიზებული ტესტების (TONI-4, Woodcock-Johnson, Vineland, EDDT) გამოყენება, ქცევის პოზიტიური მხარდაჭერა და რთული ქცევის მართვა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების სექსუალური განვითარების თავისებურებები და პრობლემური ქცევის მართვა, ასევე ინკლუზიური განათლებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მიმართულების საერთაშორისო პროგრამები ჩეხეთში, ავსტრიასა და საქართველოში.

    მისი ინტერესის სფეროებია კლინიკური ნეიროფსიქოლოგია, ბავშვის განვითარების შეფასება და ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარება.

    ჩვენი გუნდი

    თამარ (ტატა) ბაზღაძე ბავშვთა და მოზრდილთა ფსიქიატრი
    ლია სვინტრაძე ფსიქოლოგი
    თამარ ედიბერიძე ბავშვთა ნევროლოგი
    შორენა სუხიშვილი კლინიკური მენეჯერი
    ნათია დაღელიშვილი კლინიკური მენეჯერი
    გულიკო (გულნარა) მერებაშვილი ფსიქოლოგი, ქეისმენეჯერი
    თეონა ქარუმიძე ფსიქოლოგი, ქეისმენეჯერი
    ანა წურწუმია კვების თერაპიის სპეციალისტი, ქეისმენეჯერი
    ქეთევან აბაიაძე აკადემიური უნარების თერაპევტი
    ჯუნა ცისკაძე ენისა და მეტყველების თერაპევტი
    თამარ ლომიძე ჯგუფური ქცევის თერაპიის ქეისმენეჯერი
    ეკა ჯავახიშვილი ქცევითი თერაპევტი