გულიკო (გულნარა) მერებაშვილი არის ფსიქოლოგი და ქეისმენეჯერი, რომელსაც ბავშვებთან მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს.
იგი ეხმარება როგორც ტიპური განვითარების, ისე აუტიზმისა და განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებს, უნარების განვითარებასა და ყოველდღიურ გამოწვევებთან გამკლავებაში.
სამუშაო პროცესში იყენებს ქცევის გამოყენებითი ანალიზის (ABA) მეთოდს, აფასებს ბავშვის საჭიროებებს, ადგენს ინდივიდუალურ გეგმას და აკვირდება პროგრესს. ამჟამად მუშაობს კარავში და ასევე მანდატურის სამსახურში. პარალელურად არის ტრენერი და უზიარებს გამოცდილებას სხვა სპეციალისტებს.











