დაჯავშნე ვიზიტი

    ქეთევან აბაიაძე

    აკადემიური უნარების თერაპევტი

    ქეთევან აბაიაძე არის ფსიქოლოგი და გეშტალტთერაპევტი, რომელსაც ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ასევე მუშაობდა ინკლუზიური განათლებისა და ქცევითი ინტერვენციების მიმართულებით. 

    პროფესიული განათლება მიღებული აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც დაეუფლა სკოლის ფსიქოლოგისა და კონსულტანტის მიმართულებას (მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი), ხოლო შემდგომ გაიარა გეშტალტთერაპიის სრული პროგრამა თბილისის გეშტალტ ინსტიტუტში.

     მისი ცოდნა მუდმივად განახლებულია სხვადასხვა პროფესიული ტრენინგებით, მათ შორის ქცევის გამოყენებითი ანალიზის (ABA) საბაზისო კურსი, სენსორული ინტეგრაციის ელემენტები, ინკლუზიური განათლების პროგრამები და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების შეფასების თანამედროვე მიდგომები.

    ამჟამად მუშაობს კარავში აკადემიური უნარების თერაპევტის პოზიციაზე, ასევე არის ფსიქოლოგი კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაში. მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს მრავალწლიანი მუშაობას საჯარო სკოლებში როგორც ფსიქოლოგისა და სპეციალური მასწავლებლის პოზიციებზე, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტში, სადაც მუშაობდა ქცევით თერაპევტად და სპეციალურ პედაგოგად.

    ჩვენი გუნდი

    თამარ (ტატა) ბაზღაძე ბავშვთა და მოზრდილთა ფსიქიატრი
    მერი ჭელიძე კლინიკური ნეიროფსიქოლოგი
    ლია სვინტრაძე ფსიქოლოგი
    თამარ ედიბერიძე ბავშვთა ნევროლოგი
    შორენა სუხიშვილი კლინიკური მენეჯერი
    ნათია დაღელიშვილი კლინიკური მენეჯერი
    გულიკო (გულნარა) მერებაშვილი ფსიქოლოგი, ქეისმენეჯერი
    თეონა ქარუმიძე ფსიქოლოგი, ქეისმენეჯერი
    ანა წურწუმია კვების თერაპიის სპეციალისტი, ქეისმენეჯერი
    ჯუნა ცისკაძე ენისა და მეტყველების თერაპევტი
    თამარ ლომიძე ჯგუფური ქცევის თერაპიის ქეისმენეჯერი
    ეკა ჯავახიშვილი ქცევითი თერაპევტი