შეიტყვეთ მეტი ჩვენი ცენტრის შესახებ
კარავი ICDP-ის ოფიციალური პარტნიორია
ევექსის ნეიროგანვითარების ცენტრ „კარავსა“ და ბავშვთა განვითარების საერთაშორისო პროგრამას (ICDP) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
პარტნიორობის ფარგლებში ICDP International-ის სერტიფიცირებულმა ტრენერმა ნინო მარგველაშვილმა კარავში ICDP პროგრამის ტრენინგი ჩაატარა და გადაამზადა მომავალი ფასილიტატორები, რომლებსაც ICDP-ის ოფიციალური კვალიფიკაცია მიენიჭათ.
პროგრამის მთავარი მიზანი აღმზრდელების მხარდაჭერა და მათი კომპეტენტურ მზრუნველებად ჩამოყალიბებაა, იმისათვის რომ მშობლებმა გააცნობიერონ ემოციურად მხარდამჭერი ურთიერთობების მნიშვნელობა და მისი გავლენა ბავშვის სრულფასოვან განვითარებაზე. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში „კარავში“ ასევე ჩატარდა ე.წ. მზრუნველების ტრენინგი მშობლებისთვის.
ICDP-ის განვითარების პროცესის ჩამოყალიბება 1985 წელს დაიწყო. ხოლო, ორგანიზაცია ოფიციალურად 1992 წელს დაფუძნდა, როდესაც ის ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში საერთაშორისო ფონდად დარეგისტრირდა.
ICDP მისი დამფუძნებლის პროფესორ კარსტენ ჰუნდეიდეს თქმით შემდეგნაირად განისაზღვრება:
„ICDP დაფუძნებულია იდეაზე, რომ ადამიანები ბუნებით სოციალური არსებები არიან. ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ, როგორც ადამიანები, განსაკუთრებით მოწყვლადნი ვართ ჩვენს სოციალურ ურთიერთობებში, რადგან სწორედ ეს არის ჩვენი როგორც ტკივილის, ისე ბედნიერების სფერო.
ეს მიდგომა არ ეხება მხოლოდ ჩვილებსა და მცირეწლოვან ბავშვებზე ზრუნვას. იგი ასევე ვრცელდება ცხოვრების ყველა ეტაპზე ხანდაზმულობის ჩათვლით. ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ ურთიერთობებში და ამ ურთიერთობების ხარისხი განსაზღვრავს ჩვენს განცდებს, ადაპტაციასა და განვითარებას. შესაბამისად, ICDP-ის პრინციპები გამოყენებადია ცხოვრების ყველა ეტაპზე.“
ICDP თანამშრომლობს ისეთ ცნობილ ორგანიზაციებთან, როგორიც არის UNICEF და ამ თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა ICDP პროგრამის ადაპტირებული ვერსია, რომელიც დაინერგა მსოფლიოს 70- მდე ქვეყანაში.
დღეისათვის კარავში ICDP პროგრამის 5 სერტიფიცირებული ფასილიტატორია.
კარავი და ქალთა და შშმ პირთა მხარდამჭერი ცენტრი ილაპარაკე წარმოგიდგენთ საპილოტე ვერსიას მწვანე
შეიცანი შენი თავი, მართე ემოციები და ჩამოაყალიბე ჯანსაღი ურთიერთობები!
MAC Georgia კარავთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მქონე 5