შეიტყვეთ მეტი ჩვენი ცენტრის შესახებ
მინი კონფერენცია "მწვანე შუქი" კარავში
კარავში ქალთა და შშმ პირთა მხარდამჭერი ცენტრის „ილაპარაკეს” ორგანიზებით მინი კონფერენცია „მწვანე შუქი“ გაიმართა.
“მწვანე შუქის” საპილოტე ფაზაში ჩართული იყო 25 შშმ პირის მარტოხელა, სოციალურად დაუცველი დედა. პროგრამა მიმდინარეობდა 6 თვის განმავლობაში და მორგებული იყო მშობლების ფსიქო-ემოციურ საჭიროებებსა და ყოველდღიურ გამოწვებებს. ამასთან ერთად, პროექტის ფარგლებში 60 მშობელი იყო ჩართული ონლაინ ფორმატის მხარდამჭერ და საგანმანათლებლო სესიებში.
პროექტი მოიცავდა:
ფსიქოთერაპიულ პროგრამას (CBT და NLP სესიები)
ონლაინ საგანმანათლებლო შეხვედრებს
შშმ პირთა უფლებებზე ტრენინგებს
პერსონალურ ქოუჩინგს
Peer Support ჯგუფებს
პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია შშმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების ფსიქო-სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესება, მათი გაძლიერება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა. პროექტი უზრუნველყოფს მონაწილეებისთვის უსაფრთხო გარემოს, სადაც შეძლებენ საკუთარი გამოცდილების გაზიარებას, ერთმანეთის მხარდაჭერას და უნარების განვითარებას, რაც დადებითად აისახება მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
ევექსის ნეიროგანვითარების ცენტრ „კარავსა“ და ბავშვთა განვითარების საერთაშორისო პროგრამას (ICDP) შორის თანამშრომლობის მემ...
კარავი და ქალთა და შშმ პირთა მხარდამჭერი ცენტრი ილაპარაკე წარმოგიდგენთ საპილოტე ვერსიას მწვანე
შეიცანი შენი თავი, მართე ემოციები და ჩამოაყალიბე ჯანსაღი ურთიერთობები!