დაჯავშნე ვიზიტი

    შეიტყვეთ მეტი ჩვენი ცენტრის შესახებ

    08 აპრილი 2026

    აუტიზმის დღე კარავში

    2 აპრილს აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. 

    ამ დღესთან დაკავშირებით ევექსის ნეიროგანვითარების ცენტრში, კარავში ღონისძიება გაიმართა, სადაც ბავშვებს საშუალება ჰქონდათ დაკავებულიყვნენ სხვადასხვა აქტივობით და დრო მხიარულად გაეტარებინათ. ღონისძიებაზე ბავშვებს სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ. 

    აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით კარავში მშობლებისთვის LIVE შეხვედრაც მოეწყო. ჩვენმა მომხსენებლებმა ისაუბრეს აუტიზმზე და მასთან ასოცირებულ სამედიცინო მდგომარეობებზე, მშობლების როლსა და პასუხისმგებლობაზე, მათი მხარდაჭერისა და დახმარების გზებზე. 

    ღონისძიების შესახებ ვიდეოჩანაწერს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს Facebook-ისა და Youtube-ის გვერდებზე.

    შეიძლება დაგაინტერესოს
    მინი კონფერენცია "მწვანე შუქი" კარავში

    კარავში ქალთა და შშმ პირთა მხარდამჭერი ცენტრის „ილაპარაკეს” ორგანიზებით მინი კონფერენცია „მწვანე შუქი“ გაიმართა.

    იხილეთ ვრცლად
    კარავი ICDP-ის ოფიციალური პარტნიორია

    ევექსის ნეიროგანვითარების ცენტრ „კარავსა“ და ბავშვთა განვითარების საერთაშორისო პროგრამას (ICDP) შორის თანამშრომლობის მემ...

    იხილეთ ვრცლად
    მწვანე შუქი კარავში

    კარავი და ქალთა და შშმ პირთა მხარდამჭერი ცენტრი ილაპარაკე წარმოგიდგენთ საპილოტე ვერსიას მწვანე

    იხილეთ ვრცლად