დაჯავშნე ვიზიტი

    შეიტყვეთ მეტი ჩვენი ცენტრის შესახებ

    19 ივლისი 2024

    “კარავსა” და “კაიკონას” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    21 ივნისს კარავსა და ნეიროგანათლების სივრცე კაიკონა-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

    თანამშრომლობა ითვალისწინებს კოლაბორაციულ პროექტებს, ბავშვების განვითარებისა და კეთილდღეობის გასაძლიერებლად. შეთავაზებები მშობლების, მზრუნველების, თერაპევტებისა და აღმზრდელებისთვისაა შექმნილი, რათა მათ ხელი შეუწყონ ბავშვების ჰოლისტურ განვითარებას, მედეგობას და კეთილდღეობას.

    თანამშრომლობის ფარგლებში “ლამპარსა” (კარავის ბავშვთა ჰარმონიული განვითარების პროგრამა) და „კაიკონას” შორის ამოქმედდება სამი პროგრამა:

    ICDP, ბავშვთა განვითარების საერთაშორისო პროექტი, რომლის მიზანიც ბავშვთა კეთილდღეობით დაინტერესებული ყველა პირის მხარდაჭერაა ბავშვებზე ზრუნვის და მოვლის პროცესში მათი ცნობიერების ამაღლების გზით;

    QST, შეხებაზე დაფუძნებული მკურნალობაა, რომელიც სპეციფიკურად შეიქმნა აუტიზმის მქონე ბავშვებისათვის. სახლში მარტივად შესასრულებელი პროგრამა იდეალური ალტერნატიული თერაპიაა აუტიზმის მქონე ბავშვის გონების, სხეულისა და სენსორული შესაძლებლობების გასაძლიერებლად;

    “სელფ-რეგი”, ახალ მეცნიერულ ცოდნაზე დაფუძნებული 5-საფეხურიანი პროცესი, ბავშვებთან დაკავშირებულ ყველაზე გამომწვევ სიტუაციებსაც კი ახლებურად გვაჩვენებს. „სელფ-რეგი” აუმჯობესებს ზრდის ხელშემწყობ თვითრეგულაციას, სტრესთან გამკლავებასა და ენერგიის აღდგენის გზებს.

    პროექტი 2024 წლის სექტემბრის თვიდან ამოქმედდება. პროგრამებში მონაწილეობა ხელმისაწვდომი იქნება, როგორც მშობლებისთვის, აღმზრდელებისთვისა და მასწავლებლებისთვის, ასევე, ნებისმიერი თქვენგანისთვის.

     

    შეიძლება დაგაინტერესოს
    დისლექსია დაწყებითი კლასის მოსწავლეებში

    რა არის დისლექსია, როდის შეიძლება გამოვლინდეს და რა იწვევს აღნიშნულ მდგომარეობას

    იხილეთ ვრცლად
    კარავი - ISO 9001:2015 სერტიფიცირებული ნეიროგანვითარების ცენტრი

    კარავი ISO 9001:2015-ის მოთხოვნების მიხედვით სერტიფიცირებულია

    იხილეთ ვრცლად