შეიტყვეთ მეტი ჩვენი ცენტრის შესახებ
გაიგეთ მეტი, ჰიპერაქტიურობასა და ყურადღების დეფიციტის სინდრომის შესახებ
3 ნოემბერს, კარავში ჩატარდა ონლაინ შეხვედრა სახელწოდებით „გაიგეთ მეტი ჰიპერაქტიურობასა და ყურადღების დეფიციტის სინდრომის შესახებ“.
ღონისძიებაზე ქართველმა და უცხოელმა სპიკერებმა ისაუბრეს ADHD-ს ხშირი და იშვიათი სიმპტომების, ქცევის მართვის სტრატეგიების, ADHD-ს მართვის ევროპული სტრატეგიების,ზრდასრულთა ADHD სინდრომი საქართველოში - აწმყო და მომავალი და სხვა თემების შესახებ.
შეხვედრას უძღვებოდნენ შემდეგი სპეციალისტები:
თამარ (ტატა) ბაზღაძე- ბავშვთა და მოზრდილთა ფსიქიატრი, ცენტრის “კარავი” დირექტორი;
ვილჰალმურ ჯალმარსონი - ADHD ისლანდიის თავმჯდომარე;
ანა მახარაშვილი - კლინიკური ფსიქოთერაპევტი
სალომე გაბაძე - MA, BCBA, კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი, ამერიკის ქცევის ანალიტიკოსთა საბჭოს მიერ სერტიფიცირებული ქცევის ანალიტიკოსი,თბილისის აუტიზმის ცენტრის “პირამიდა” დირექტორი;
ნათია დაღელიშვილი - ფსიქოლოგიის მაგისტრი, ქცევითი თერაპევტი, ცენტრის „კარავი“ კლინიკური მენეჯერი
ჰრანარ არნარსონი - ADHD Europe ვიცე პრეზიდენტი, ისლანდიური ADHD ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს საპატიო კონსული ისლანდიაში;
სალომე მაჩიტიძე - ბავშვთა და მოზარდთა დიაგნოსტირებისა და კონსულტირების მაგისტრი, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური განვითარების ცენტრი “კომპასი” დირექტორი;
ანნა ყარაულაშვილი კლინიკური ნეიროფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
ანა ცქიტიშვილი - MD, "ADHD GEORGIA" პროექტ მენჯერი.
კარავში ქალთა და შშმ პირთა მხარდამჭერი ცენტრის „ილაპარაკეს” ორგანიზებით მინი კონფერენცია „მწვანე შუქი“ გაიმართა.
ევექსის ნეიროგანვითარების ცენტრ „კარავსა“ და ბავშვთა განვითარების საერთაშორისო პროგრამას (ICDP) შორის თანამშრომლობის მემ...