დაჯავშნე ვიზიტი

    არტ თერაპია

    სერვისის ღირებულება 45 ₾

    არტ თერაპია მე-20 საუკუნიდან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამკურნალო მეთოდია მენტალური და ფსიქო-ემოციური გამოწვევების დროს. შემოქმედებაზე დაფუძნებული თერაპია მოიცავს ხატვას, ძერწვას, სახვით ხელოვნებასა და სხვა მიმდინარეობებს.

    არტ თერაპია გამოიყენება კოგნიტური და სენსორულ-მოტორული ფუნქციების გასაუმჯობესებლად, ხელს უწყობს თვითშეფასების ამაღლებას, აძლიერებს  სოციალურ  უნარებს, ეხმარება ადამიანებს კონფლიქტების მოგვარებაში, ხელს უწყობს ემოციური მდგრადობის განვითარებას.

    არტ თერაპიის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ფსიქიკური მდგომარეობების დროს როგორებიცაა: აუტიზმი, შფოთვითი აშლილობა, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და სხვა.