დაჯავშნე ვიზიტი

    მუსიკით თერაპია

    სერვისის ღირებულება 45 ₾

    მუსიკით თერაპია არის მუსიკის და მისი ელემენტების პროფესიული გამოყენება. ეს არის ინტერვენციის საშუალება ყოველდღიურ, სამედიცინო და საგანმანათლებლო გარემოში. ისეთ ბავშვებთან და ბავშვების ჯგუფთან, რომლებსაც აღენიშნებათ ფსიქიკური თუ სომატური პრობლემები-მათ შორისაა აუტისტური სპექტრის აშლილობა, დაუნის სინდრომი, ქცევითი აშლილობა, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, დასწავლის უნარის დარღვევა, განვითარების შეფერხება და ა.შ. 

    მუსიკათერაპია არის როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური. ინდივიდუალური თერაპიის პროცესი ისეა აგებული, რომ ეხმარება ადამიანს აღიქვას საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალი, რაც იმპულსს აძლევს მას გამოხატოს საკუთარი თავი ისეთი. მნიშვნელოვნად დადებითად აისახება მის მოტივაციურ სფეროზე, ემოციურ მდგომარეობაზე, ქცევაზე და ა.შ. მუსიკალური იმპროვიზაციის პროცესში თერაპევტი თერაპიის მიმღებს სთავაზობს მუსიკალურ იდეებს. თავის მხრივ, თერაპიის მიმღებსაც ეძლევა საშუალება გამოიჩინოს ინიციატივა და გამოხატოს აზრი.