დაჯავშნე ვიზიტი

    გეშტალტთერაპია

    გეშტალტთერაპიის მიზანი ადამიანის ემოციური გამთლიანებაა. სხეულის, ემოციებისა და ინტელექტის ჰარმონიული ურთიერთკავშირი ადამიანის ჯანსაღი ფუნქციონირების საფუძველია. სწორედ ამიტომ, გეშტალტთერაპიას ხშირად მიმართავენ ემოციების მართვის პრობლემებისა და შინაგანი კონფლიქტებისას. თერაპია გათვლილია, როგორც ბავშვებისა და მოზარდებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვის.

    გეშტალტთერაპია ბავშვებში სხვადასხვა ტექნიკითა და თამაშით მიმდინარეობს: ხატვა, ძერწვა, თიხა, ქვიშასთან ურთიერთობა, მუსიკა და სხვა. თერაპიის ეს სახე ბავშვებში რეკომენდებულია იმ ასაკიდან, როდესაც მათ უკვე შეუძლიათ კონტაქტში შემოსვლა, მეტყველება და თამაში.

     ხელმისაწვდომია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე მოსაუბრეთათვის.

    სპეციალისტები

    მზიკო დალაქიშვილი გეშტალტთერაპევტი
    რუსუდან დავითაია გეშტალტთერაპევტი
    სალომე ლურსმანაშვილი გეშტალტთერაპევტი
    მაია მირუაშვილი გეშტალტთერაპევტი
    გიორგი ბრეგვაძე გეშტალტთერაპევტი