სენსორული თერაპია გამოიყენება შეგრძნებების გადამუშავების სირთულის მქონე ბავშვებთან, სენსორული სისტემის ფუნქციების გაუმჯობესების მიზნით. გამოყოფენ ვესტიბულურ, სმენის, ტაქტილურ და ვიზუალურ სტიმულებს.
სენსორული ინტეგრაციის თერაპია ტარდება ოკუპაციური თერაპევტების მიერ, შეფასების სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით, თერაპევტი ადგენს ბავშვი საჭიროებს თუ არა სენსორულ თერაპიას და კონკრეტულად, რომელ სტიმულებზეა საჭირო მუშაობა.
სენსორული ინტეგრაციის დარღვევა ძალიან ხშირად თან ახლავს აუტიზმს, ასევე ისეთ ნეიროგანვითარებით დარღვევებს, როგორებიცაა - განვითარების გლობალური ჩამორჩენა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი.