WISC 5 ვექსლერის ინტელექტის ტესტი ზომავს ბავშვი კოგნიტურ უნარებს , მათ შორის: ვერბალური გაგება, ვიზუალურ-სივრცითი აზროვნება, ფლუიდური აზროვნება, მუშა მეხსიერება.
ვექსლერის ტესტით დგინდება ინდივიდის ინტელექტის საერთო კოეფიციენტი, ასევე ვერბალური და არავერბალური უნარების შეფასებით, შესაძლებელია, განისაზღვროს, არის განვითარების სწორხაზოვანი ჩამორჩენა, თუ ინტელექტუალური უნარების არათანაბარ განვითარებასთან გვაქვს საქმე, რაც გვაძლევს მკაფიო სურათს, ბავშვის ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ, რის შემდეგაც ვგეგმავთ რომელი თერაპია იქნება შესაბამისი, ჭირდება, თუ არა დამატებით სპეც. პედაგოგის ჩართულობა, ასევე რამდენად აუცილებელია სკოლაში ბავშვის საჭიროებებზე მორგებული, ინკლუზიური პროგრამის შემუშავება. ვექსლერის ინტელექტის ტესტი გვეხმარება ,ასევე რიგი დარღვევების დიაგნოსტირებაში, როგორიცაა მაგალითად ასპერგერის სინდრომი და აქტიურობისა და ყურადღების დარღვევები.
ტესტის ხანგრძლივობა: 60-70 წუთი