ენისა და მეტყველების თერაპევტი მუშაობს 0-დან 18 წლამდე ბავშვებთან და მოზარდებთან, სხვადასხვა სირთულის დროს შემდეგი მიმართულებით:
კომუნიკაციის, რეცეპტული ენის, ექსპრესიული ენის, მეტყველების, კვებასთან დაკავშირებულ დარღვევებზე.
თერაპევტი აფასებს ბავშვს და ახდენს დარღვევათა დიფერენცირებას, ადგენს ინდივიდუალური განვითარების გეგმას და ახორციელებს მას. იგი ხელს უწყობს კომუნიკაციისთვის საჭირო სხვადასხვა უნარ-ჩვევის განვითარებას, მუშაობს ბავშვებთან განსავითარებელ უნარებზე ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის მიმართულებით, ასევე საჭიროებისამებრ, კვებისა და პირის ღრუს ტაქტილურ სტიმულებზე.