ფიზიკური თერაპია ვარჯიშებსა და აქტივობებს მოიცავს და მიზნად ისახავს დაეხმაროს ბავშვს მოტორული უნარების განვითარებასა და გაძლიერებაში, კუნთების კონტროლის გაუმჯობესებაში, ფიზიკურ სიძლიერესა და მოქნილობაში
ამგვარ თერაპიას ხშირად მიმართავენ სხვადასხვა მდგომარეობების დროს, როგორიცაა: ფიზიკური განვითარების შეფერხება, ტვინის დაზიანება, კიდურების და ხერხემლის ტრავმული დაზიანება, მოძრაობის პრობლემები და მოტორული დარღვევები, აუტისტური სპექტრი, ჰიპერაქტიურობის სინდრომი და განვითარების გლობალური შეფერხება.