ფსიქიატრი არის ექიმი, რომელიც ფსიქიკური აშლილობების დიაგნოზს სვამს და მკურნალობს ზრდასრულებს. ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრს, ამის გარდა, გავლილი აქვს დამატებითი 2-წლიანი სწავლება, რომელიც ორიენტირებულია უშუალოდ ბავშვთა ასაკში განვითარებულ ფსიქიკურ დარღვევებზე, მათ შორის ნეიროგანვითარებით დარღვევებზე (როგორიცაა აუტიზმი, ჰიპერაქტიურობა, გონებრივი ჩამორჩენა, დისლექსია და ა.შ.)
კონსულტაციისას ფასდება სრული კლინიკური მდგომარეობა, სკრინინგული თუ სადიაგნოსტიკო ტესტების გამოყენებით. საჭიროების შემთხვევაში დიფერენციალური დიაგნოსტირებისთვის ინიშნება დამატებითი კვლევები. კონსულტაციის ბოლოს დგება მკურნალობის ინდივიდუალური სქემა და იწყება ფსიქოგანათლება.
ბავშვს ან მოზარდს შესაძლოა, ესაჭიროებოდეს ფსიქიატრის კონსულტაცია, როდესაც აღენიშნება განვითარებასთან, ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან ანქცევასთან დაკავშირებული პრობლემები. ქვემოთ ჩამოთვლილია კონკრეტული ნიშნები, რომელიც მიუთითებს ფსიქიატრის კონსულტაციის საჭიროებას.ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ტიპის ქცევის ცვლილება, განვითარების შეფერხება,ფუნქციონირების დარღვევა, ტრამვა,ზრდასრულ ასაკში შფოთვითი, ემოციური აშლილობები.