დაჯავშნე ვიზიტი

    ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოთერაპია ბავშვებისთვის

    სერვისის ღირებულება 80 ₾

    ფსიქოთერაპია ეწოდება სხვადასხვა ფსიქოლოგიური მკურნალობის მეთოდების ერთობლიობას, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს ადამიანს თვითგამორკვევაში, შემაწუხებელი ემოციების, აზრებისა და ქცევების იდენტიფიცირებაში და შეცვლაში. არსებობს როგორც, ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური ფსიქოთერაპია.

    ინდივიდუალური ფსიქოთერაპია - ემოციური და ფსიქოლოგიური სირთულეების მქონე ბავშვებისა და მოზარდების მკურნალობაში ფართოდ გამოიყენება. ეს არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული თერაპია, რომლის მიზანია დაადგინოს ბავშვის შინაგანი მდგომარეობა მისივე ქცევაზე, თამაშზე ან საუბარზე დაკვირვებით. თერაპიული მიდგომები განსხვავდება ასაკისა და მდგომარეობის მიხედვით. თერაპიის ამოცანას წარმოადგენს ბავშვის და მოზარდის თვითანალიზის უნარის გაუმჯობესება (საკუთარი ქცევისა, ურთიერთობების  და ემოციების ანალიზი), შესაბამისად, არასწორი მოდელის შეცვლა დასწავლისა და განვითარების პროცესში. ფსიქოთერაპევტები მუშაობენ ბავშვებთან ინდივიდუალურად, თუმცა ხშირად აუცილებელი ხდება მშობლების და ოჯახის სხვა წევრების ჩართვა თერაპიულ პროცესში.

     ჯგუფური ფსიქოთერაპია - ჯგუფური თერაპია შეიძლება დაეხმაროს ყველა ასაკისა და სქესის ადამიანს ისეთი კონკრეტული პრობლემებით როგორიცაა: დეპრესია, შფოთვა, ქცევითი დარღვევები, სოციალური კომუნიკაციის სირთულეები, ადაპტაციური დარღვევები. განსაკუთრებით ეფექტურია ჯგუფური თერაპია  სკოლის ასაკის ბავშვებში და მოზარდებში. გარდა კონკრეტულ პრობლემებზე მუშაობისა, ჯგუფური თერაპია იძლევა თვითგანვითარების, სწავლის და პიროვნების ჩამოყალიბების კარგს საშუალებას.  

    სპეციალისტები

    ლია სვინტრაძე ფსიქოლოგი