ადოსი - ADOS (AUTISM DIAGNOSTIC OBSERVATION SCHEDULE) მსოფლიოს მასშტაბით მიჩნეულია, როგორც ოქროს სტანდარტის ტესტი.
ტესტი ტარდება 1 წლის ასაკიდან, როდესაც ვლინდება აუტიზმის სპექტრის აშლილობისთვის დამახასიათებელი ნიშნები. ადოსი არის ბავშვის (მოზრდილის) სოციალურ-კომუნიკაციურ ქცევებზე დაკვირვება, რის საფუძველზეც დგინდება არის თუ არა აუტიზმის სპექტრის აშლილობისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები და თუ არის, ხარისხობრივად რამდენად არის გამოხატული.
ADOS-ს 5 განსხვავებული მოდული აქვს, რომელთა შერჩევა და ადმინისტრირება ხდება ბავშვის ან მოზრდილის ასაკის და მეტყველების განვითარების გათვალისწინებით. შეფასების პროცესში სოციალურ-კომუნიკაციურ უნარებთან ერთად, ფასდება ბავშვის ინტერესთა სფერო, თამაშის პატერნი, იქცევა თუ არა ბავშვი სტერეოტიპულად და აქვს თუ არა რაიმე სახის სენსორულ დეფიციტი.
ტესტი ტარდება, როგორც დიაგნოსტიკის და ბავშვის საჭიროებებზე მორგებული თერაპიის შერჩევისთვის, ასევე, მდგომარეობის გადაფასებისთვის, პირველი დიაგნოსტიკიდან, დაახლოებით 6-12 თვის შემდეგ. ტესტის ხანგრძლივობა: 45- 60 წუთი.